aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: რურუა თავისუფალია, მელია თავისუფალია – ეს ფურცელი დაიხურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პოლიტპატიმარი მელია თავისუფალია – გილოცავთ”, – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას.

როგორც ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, თავისუფალმა სამყარომ მელია პოლიტპატიმრად დაკავებისთანავე აღიარა.

“კარგია, რომ მელია თავისუფალია; კარგია, რომ მკაფიო პოზიცია ჰქონდა მელიას დაკავებისთანავე თავისუფალ სამყაროს, რომ ის პოლიტპატიმარია და ეს უდაოა. უტიფარი, აბსურდული და ბოდვითი განცხადებები – დღეს მოვისმინე, რომ რადგან გირაო გადაიხადა ევროკავშირმა, ეს იყო დადასტურება, რომ არ იყო ნიკა მელია პოლიტპატიმარი. ივანიშვილის რეჟიმმა მეტ-ნაკლები წარმატებით ივაჭრა ამ მოლაპრაკებების დროს ოპოზიციასთან მელიას პატიმრობით – ეს არ არის კარგი. თავისთავად, პრეცედენტი, რომ ავტორიტარული რეჟიმის მიერ დაკავებულ პოლიტპატიმარში გირაო გადაიხადა ევროკავშირმა, ეს სარისკო პრეცედენტია… მაგრამ რადგან რურუა თავისუფალია, მელია თავისუფალია – ეს ფურცელი დახურულია”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე საათის წინ დატოვა.

იტვირთბა....