aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: მოხდება [ხელისუფლების] დემონტაჟი – მელია მთავარი დამრტყმელი ძალაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის საპატიმროდან გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნიკა მელიას ოპოზიციურ ფლანგზე “მთავარი დამრტყმელი ძალაა”.

როგორც სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში აღნიშნა, ახლა ოპოზიციამ შემოდგომის “რეფერენდუმისთვის” მზადება უნდა დაიწყოს.

“მართლაც მოხდება დემონტაჟი. ნიკა მელია არის მთავარი დამრტყმელი ძალა… მან გვაჩვენა, რომ ციხის აღარავის გვეშინია. ძალიან ცოტა დრო რჩება ივანიშვილს იმიტომ, რომ შემოდგომაზე არის რეფერენდუმი, რომელსაც ის წააგებს, როცა ყველა მობილიზებული ვიქნებით”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე საათის წინ დატოვა.

იტვირთბა....