aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღუდუშაური: ბ-ნი მელია ჩემში სიბრალულს იწვევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების წევრი ალუდა ღუდუშაური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მელია, როგორც პოლიტიკოსი, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაანულა.

როგორც ღუდუშაურმა პალიტრანიუსის ეთერში აღნიშნა, პარტიაში გადაწყვეტილებებს არა მელია, არამედ სააკაშვილი იღებს.

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრაქტიკულად, ნიკა მელიამ თავისი თავი, სააკაშვილის დირექტივის თანახმად, საპატიმროში შეისახლა… ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვერ იღებს მელია გადაწყვვეტილებას, გადაწყვეტილებას იღებს სააკაშვილი. პარტია მოქმედებს სააკაშვილის დირექტივის თანახმად… ადამიანურად გეუბნებით, რომ ბ-ნი მელია ჩემში იწვევს სიბრალულს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როგორც პოლიტიკოსი, გაანულა სააკაშვილმა”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე საათის წინ დატოვა.

 

იტვირთბა....