aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ვიჯექი ციხეში და ვაკვირდებოდი ოცნების კოჰორტას – შეუძლებელია, ხვალინდელი დღე როდესმე იყოს უკეთესი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩემი გათავისუფლება ბრძლის გამარჯვების გვირგვინი ვერ იქნება”, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, აღნიშნულის მიუხედავად, მისი გათავისუფლების შემდეგ, პროცესები უფრო აქტიურად წარიმართება.

“ჩემი გათავისუფლება-არგათავისუფლება პრობლემებს მნიშვნელოვნად არ წყვეტს. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა პროცესი სხვანაირად წარიმართება. უფრო აქტიურები ვიქნებით…ციხეში ვიჯექი და ვაკვირდებოდი, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილს, ქართული ოცნების კოჰორტას და შეუძლებელია, რომ ხვალინდელი დღე როდესმე იყოს უკეთესი. ცოდნასა და პროფესიონალიზმზე არ მაქვს საუბარი, მოტივაციაც არ იგრძნობა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....