aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ივანიშვილმა შექმნა, მკვეთრი პოლიტიკური რადიკალიზაციაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მელიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა.

“სამი თვის განმავლობაში, რასაც მე თვალყურს ვადევნებდი ციხის საკნიდან, მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ჩემთვის ერთი მთავარი დეფექტი ამ რეჟიმისა. ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ოლიგარქმა შექმნა, არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა. ცდება ყველა ის ადამინია, ვინც ფიქრობს, რომ პატიმარი, რომელიც არის ოთხ კედელში, არ არის ინფორმირებული. პირიქით, ინფორმირებული ვიყავი წვრილმანებში. ოლიგარქი, რომელიც ამ წლების განამვლობაში, ხელოვნურად მხოლოდ ზიზღის კამპანიის გაღვივებით არის დაკავებული და რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი? იმიტომ, რომ თავისი სამობილიზაციო ელექტორატი შეინარჩუნოს”, – განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან საუბრისას.

 

 

იტვირთბა....