aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება – ეს არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია დღეს საპატიმროდან გათავისუფლდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყდება.

როგორც კონდახაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას აღნიშნა, მელიას საქმე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია.

“დღეს არის საუბარი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე წყდება და იხსნება დღის წესრიგიდან. ბრალდება არის აბსურდული, ეს დღევანდელი მოცემულობითაც არის დადასტურებული. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოუწევს უარი თქვას ამ ბრალდებაზე, მსოფლიოში უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა, ევროკავშირმა გადმორიცხა თანხა, რომ ქვეყანას თავისი მოქალაქე დაეხსნა ციხიდან”, – განაცხადა კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას საქმეზე დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესს მელია არ დაესწრება.

 

იტვირთბა....