aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი მელიას გასათავისუფლებლად აუცილებელ სამართლებრივ პროცედურებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი,  გირაოს გადახდის შემდეგ, ნიკა მელიას საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების პროცედურებზე საუბრობს.

კონდახაშვილის განცხადებით, მხარეს პროკურატურასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

“გირაოს გადახდის პროცესში ჩართული არ ვყოფილვართ და არც კომუნიკაცია გვქონია. არც იყო რამე სამართლებრივი ვალდებულება, რომ ჩვენი ჩართულობით ყოფილიყო ეს პროცესი. გასაღები იყო ხელისუფლების ხელში. პოლიტიკურად დააპატიმრეს ნიკა მელია და დიდი ალბათობით, პოლიტიკური აქტი იქნება მისი გათავისუფლება. ტექნიკურად ეს ასე განხორციელდება  – პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და სასამართლომ უნდა შეუცვალოს ან გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. ნებისმიერ დროს, პროკურატურას შეუძლია მიმართოს შუამდგომლობით სასამართლოს. ეს შეიძლება გააკეთოს დღესაც, მათ შორის. მომდევნო 24 საათის განმავლობაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს პროკურატურის შუამდგომლობაზე. ეს არის ტექნიკური მხარე… გასაღები არის მათ ხელში. დღეს გააკეთებენ ამას, ხვალ თუ 13 მაისს, ჩვენ ამას ერთად ვიხილავთ”, – განაცხადა კონდახაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

 

იტვირთბა....