aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჰარცელი: მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა განაგრძოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა განაგრძოს.

როგორც ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, საჭიროა, რომ მოხდეს საერთო აზრის ჩამოყალიბება და პროცესის რაც შეიძლება სწრაფად წინ წაწევა.

“როგორც ვიცით, ახლა პარლამენტში ორი პროექტია, რომელიც უნდა განიხილონ. პირველ რიგში, გადამწყვეტად მნიშვნელოვანა, რომ ამ საკითხზე პარლამენტში დისკუსიები გაგრძელდეს. ეს საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია. ამ ეტაპზე, კომენტარებს სხვადასხვა კანოონპროექტებზე ვერ გავაკეთებ, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მუშაობისა და პარტიებს შორის დისკუსიების შედეგად,  მაქსიმალური მოძრაობა იყოს საერთო აზრის მიმართულებით იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება პროცესის წინ წაწევა, რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული. ერთი მმართველ პარტიას, მეორე კი, ოპოზიციას ეკუთვნის.

 

იტვირთბა....