aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპენსიო აქტივების მოცულობამ მილიარდ 420 მილიონ ლარს მიაღწია

aviabiletebi
ავიაბილეთები

2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.420 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. აღნიშნულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%.

“საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 800- მდე ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება სქემას, ამ დროისათვის კი 1 145 808 სქემის მონაწილეა რეგისტრირებული”, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....