aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გომელაური: თუ ამნისტია მელიას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუკი, ამნისტია შეეხება ნიკა მელიას, უფრო მსუბუქ მუხლებსაც უნდა შეეხოს.

გომელაური მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის კანონპროექტი სამართლიანია.

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს უსამართლოა, რომ პოლიციელებსაც ეხებათ, არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე, რომ პოლიციელებს ვიცავ. მოდი, ასე შევხედოთ, ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული, თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, მაშინ უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?! ეს ხომ უსამართლობა იქნება. მძიმე მუხლებს, მაგალითად 117-ე მუხლს ისედაც არ ეხება. ვთქვათ, მე უფრო მძიმე მუხლი მაქვს წაყენებული და მე მეხება, მაშინ მსუბუქი დანაშაული ვინც ჩაიდინა, იმათაც უნდა შეეხოთ, რა თქმა უნდა, ასე უფრო სამართლიანი იქნება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში ამნისტიიის ორი კანონპროექტი დაინიცირდა. ერთი მმართველ უმრავლესობას, მეორე კი, ოპოზიციას ეკუთვნის.

იტვირთბა....