aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე: 15 მაისის აქციაზე მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტრიბუნას ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის ერთიან კანდიდატად უნდა დასახელებულიყო.

ჭიჭინაძის თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიცია დაუნდობლად აჭერს მელიას წიხლს და ამ გზით ცდილობს თავისი დამარხული რეპუტაციის გადარჩენას.

“გვაქვს რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ციხეშია გამოკეტილი და ესენი გარეთ, ნიკა ბოლომდე ცდილობს კორექტული იყოს, პარლამენტში შესული ოპოზიცია კი, ბოლომდე დაუნდობლად აჭრერს მას წიხლს, რადგან სწორედ ნიკას რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა.

მოკლედ, ყველამ კარგად იცის, რომ 15 მაისის აქციაზე, ნიკა მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად. მაგრამ ეს ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები – მაგალითად ვაშაძე, ვინც ნაციონალებთანაც კი ვაჭრობდა სიაში ადგილებზე და ვისი ფინანსების წარმომავლობაც ძალიან საინტერესოა. და ასევე ბიზნესმენები, ვინც პოლიტიკაში ძალით შეიყვანეს, შესაბამისად ბიზნესის წესით თამაშობენ და არა პოლიტიკის და საკუთარი თავის გადასარჩენად ვაჭრობენ”, – აცხადებს დავით ჭიჭნაძე.

მისივე თქმით, მმართველი პარტია პარლამენტში შესული ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას არ გაითვალისწინებს, თუ გარიგება არ მოხდა.

“ხომ შერეკეს ოპოზიცია პარლამენტში, ბოქლომიც ჩამოუკიდეს და ახლა დასცინიან კიდეც, მაგრამ ჯერ სად არიან! ჯერ კიდევ არ იციან პარლამენტში შესულებმა, რომ არც ერთი მათი ინიციატივა გათვალისწინებული არ იქნება, რადგან გამორიცხულია ტვინგადატრიალებულ კობახიძეს რამე გააგებინო საკუთარი ინტერესის გარდა, თუ რა თქმა უნდა, გარიგებაში არ შევიდნენ მასთან”, – ამბობს ჭიჭინაძე.

 

იტვირთბა....