aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალციხეში 89 წლის ქალზე ოჯახის წევრებმა იძალადეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალციხეში მცხოვრები 89 წლის ქალი ოჯახის წევრების მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. ხანშიშესული ქალი, რომელიც 3 მაისს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოხვდა, ამბობს, რომ მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადეს.

მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა პირველი არ არის.

„წლების წინ ჩემს შვილზე გავაფორმე ბინა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა და სახლი რძლის სახელზეა. მომივარდებოდნენ და მეუბნებოდნენ, სახლიდან წადიო. გუშინაც ვიჯექით მე და ჩემი მეორე ბიჭი, საჭმელს ვჭამდით და კარებში შემოცვივდნენ, ყველგან მირტყამდნენ, თავი, ფეხები, მხარი – ყველაფერი მტკივა. ჩემს ბიჭს ოთახიდან გაჰყავდა. კარებთან შეშის ნაჭრები გვქონდა და ის ჩაარტყეს ჩემს შვილს, თავზე აქვს ჭრილობა. სახლში ყველაფერი დალეწილია, მაგიდა ამოაყირავეს“, – 89 წლის ქალის აღნიშნულ კომენტარს TV9 ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს, რძალმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა კი, დააკავეს დაშავებული ქალის შვილი, რომელიც მოხუცის თქმით, რძლის ოთახიდან გაყვანას ცდილობდა.

მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....