მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია დავითგარეჯის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს.
“დავითგარეჯის ტერიტორიაზე ჩვენს გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ მთვრალი სასულიერო პირები და გამგებლის მიერ მობილიზებული ზონდერები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, დააზიანეს აპარატურა და აგინეს უშვერი სიტყვებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო – კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პირების გამოვლენას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.