aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

ლევან მურუსიძე: “იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე შეტევა მიმდინარეობს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს , რომელიც უზენაესი სასამართლოს ჯერ კიდევ მოქმედი მოსამართლეა, უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება. ის საქმიანობის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა მე-15 კონფერენციის დაწყებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლეთა თანამდებობებზე გარკვეული პირების დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე შეტევა მიმდინარეობს.

“დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია შემდეგი კუთხით: მოგეხსენებათ, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ მიმდინარეობს შეტევა, რათა მოსამართლეთა თანამდებობაზე გარკვეული პირების გაყვანა არ მოხდეს. ამაზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, ვისაც ეს ეხება და ვისაც არ ეხება, არის კომპეტენტური, თუ არ არის კომპეტენტური. დღევანდელი დღე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მოვუსმინოთ ადამიანებს, ვისაც ამ სფეროში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, მაინტერესებს, რა პოზიცია ექნება სასამართლო სისტემას, რა პოზიციაც ექნებათ, იმას გავატარებთ შემდგომში”, – განუმარტა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა .

 

იტვირთბა....