aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: იმედგაცრუებულები ვართ, ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი აღწერით

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართველი ხალხი ორივე მხარის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ კომპრომისს იმსახურებს. ეს ქვეყნის წინსვლისთვის ერთადერთი გზაა. ვაშინგტონში იმედგაცრუებულები ვართ, ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი აღწერით”, – ამის შესახებ ევროპასა და აზიაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს განცხადებაში წერია. 

ამერიკის შეერთხებულ შტატებში მმართველი გუნდის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვდნენ სენატორებსა და კონგრესმენებს. მათ შორის, სენატორ შაჰინსა და რიშს, კონგრესმენ კინზინგერსა და კონოლის. კობახიძის თქმით, შეხვდენენ სახელმწიფო მდივნის მეორე მოდგილეს, ჯორჯ კენტს; NDI-ის, IRI-ისა და სხვა ორგანიზაციების პრეზიდენტებს.

ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.
იტვირთბა....