aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბერძენიშვილი: ოპოზიციიდან არავინ მოაწერს ხელს დოკუმენტს, სადაც პოლიტპატიმრების საკითხი არ იქნება მკაფიო

aviabiletebi
ავიაბილეთები

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქთმით, შარლ მიშელის დოკუმენტს ოპოზიციიდან არავინ მოაწერს ხელს სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხეში იქნებიან. ამის შესახებ, ბერძენიშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

“ყველასთვის გასაგებია, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მოაწერს ხელს არანაირ დოკუმენტს, სადაც ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი არ იქნება მკაფიოდ ფიქსირებული და სანამ საზოგადოება არ დარწმუნდება, რომ ეს 2 ადამიანი უახლოეს ხანში დატოვებს საპატიმროს”, – ამბობს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნების თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხდა, რომ კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერენ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.
იტვირთბა....