aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სვანეთის და რაჭის ჰაერის ექსპორტის იდეა ჩინეთში

aviabiletebi
ავიაბილეთები

კანადელებმა ჩინეთში ბოთლით ჰაერის გაყიდვა დაიწყეს

როგორც სიენენი ავრცელებს, კანადური კომპანია ჩინეთში ბოთლებით ჰაერს ყიდის. კომპანია „სასიცოცხლო ჰაერი“ ამბობს, რომ პირველი პარტია 500 ცისტერნა სუფთა ჰაერის , რომელსაც მთებიდან იღებენ, ჩინეთში ორ კვირაში გაიყიდა.

ჰაერი 14-დან 20 დოლარამდე ღირს. ფასი დამოკიდებულია ბოთლის ზომაზე.

ჩინეთი ხშირად გახვეულია გამონაბოლქვის ნისლში, განსაკუთრებით ცივი ზამთრის თვებში, როდესაც როგორც კერძო ადამიანებს, ასევე ქარხნებს და კომპანიებს გათბობა აქვთ ჩართული. გასულ კვირას დაბინძურებული ჰაერის გამო სკოლებიც კი დაიხურა.

არ იქნებოდა ურიგო, თუკი ჩვენი ბიზნესმენები სერიოზულად დაფიქრდებოდნენ, მაგალითად სვანეთის, ან რაჭის ჰაერის ექსპორტზე ჩინეთში, რაც რა თქმა უნდა საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანდა ქართული ეკონომიკის წინსვლაში.

იტვირთბა....