aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მზად ვართ, გავანადგუროთ ნებისმიერი ობიექტი” – ისრაელს კრემლის რეაქცია არ აღელვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, მათ არ აღელვებთ რუსეთის უკმაყოფილება ებრაული სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ  სირიაში რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურების თაობაზე. ებრაული მხარის ცნობით, რუსეთი ამ შეიარაღების ისლამური-ტერორისტული დაჯგუფების, „ჰესბოლასთვის“ გადაცემას ცდილობდა – ამ ინფორმაციას რუსული სააგენტო „კანალ 7“ ავრცელებს.

„მე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკვეთრი რეაქცია არ მაღელვებს“ – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამენ ნეთანიაჰუ. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, მოშე აალონმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ არავის მისცემს ისრაელის მტრების შეიარაღების და ქვეყნის მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნის უფლებას.

„მან, ვინც ჩვენი მტრების შეიარაღებას ეცდება, უნდა იცოდეს,რომ „წითელ ხაზს“ კვეთს“  – აცხადებს აალონი – ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ისრაელისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. მზად ვართ, ნებისმიერ დროს გავანადგუროთ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება“. – ამბობს აალონი.

საქმე სირიულ ქალაქში, დიმასში და დამასკოს აეროპორტის შორიახლოს განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ეხება. ამ იერიშებისას რუსული სამხედრო ტექნიკა – რაკეტები და სარაკეტო კომპლექსების С-300-ის ნაწილი განადგურდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და ისრაელს შორის მომხდარ ამ ინცინდენტზე ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება როგორც რუსულ, ისე დასავლურ მედიაში. შეიძლება ითქვას, რომ დასავლური მედია ძალიან დელიკატურად ეკიდება თემას და მხოლოდ პუტინსა და ნეთანიაჰუს შორის მოლაპარაკებებზე წერს და არა კონფლიქტის წარმოშობის მიზეზზე.

 

იტვირთბა....