aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “დედაჩემი ზედმეტად ზრდილობიანი იყო ქვეყნის დამაქცევარების მიმართ!” – რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დედის, გიული ალასანიას იმ ინტერვიუს აფასებს, რომელიც გადაცემაში “საჯარო პოლიტიკაში” რამდენიმე დღის წინ გავიდა.

როგორც სააკაშვილი თავის პოსტში ამბობს, გიული ალასანიას აქადე ასეთი ვრცელი ინტერვიუ არასდროს მიუცია, თუმცა ექსპრეზიდენტი აქვე დასძენს, რომ ამ ინტერვიუდან კარგად ჩანს გიული ალასანიამ თუ როგორ ამხილა მთავრობის ე.წ თავჯდომარე ტყუილში.

“მე ვფიქრობ, რომ დედაჩემი ზედმეტად ზრდილობიანი იყო ქვეყნის დამაქცევარების მიმართ თავის ინტერვიუში, მაგრამ ამას უფრო მის ინტელიგენტურობას მივაწერ, ამ ძალიან იშვიათ ინტერვიუში, იმიტომ, რომ დედაჩემი პრაქტიკულად არასდროს იძლევა ინტერვიუს.

მე მგონი, პირველად მისცა ასეთი ვრცელი ინტერვიუ, სადაც კარგად ჩანს, რომ მთავრობის ე.წ თავჯდომარე იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ ხშირად დადიოდა დედაჩემი მასთან, ერთხელ ჰყავს ნანახი დერეფანში და ხელი აქვს ჩამორთმეული. მეორე ის, რომ მე არანაირად არ ვახალისებდი, არავის არ ვაძლევდი საშუალებას, რომ ჩემი ნათესავების მეშვეობით, ჩემზე მოეხდინა რამე ზეგავლენა. ჩემი პრინციპია, რომ ადამიანები უნდა წახალისდნენ არა ნათესაური კლანური კავშირების გამო, არამედ მათი ცოდნის, კვალიფიკაციის,

შრომისუნარიანობის და პატრიოტიზმის მიხედვით – ეს არის ჩემი მთავარი განსხვავება საქართველოს დღევანდელ რეჟიმთან და იმ პრინციპების განსხვავება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარმოადგენს.” – წერს მიხელ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა, ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია “ტვ პირველის” ეთერით გამოეხმაურა.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....