“რადიო ჰერეთის” ინფორმაციით, ექიმების ნაწილი კახეთში, კორონა ვირუსის აცრის ჩატარებაზე უარს იმ მოტივით ამბობს.
ამავე მედიასაშუალების ცნობით, ექიმები აცხადებენ, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა, რომელიც საქართველომ მიიღო, მათი ვარაუდით, ბოლომდე შესწავლილი არაა და უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს.
”ჯერ დაგვპირდნენ, რომ ფაიზერის ვაქცინას შემოიტანდენ. ახლა აღმოჩნდა, რომ სხვა შემოვიდა. იყო ქვეყნები, სადაც ასტრა ზენეკას წარმოებულმა ვაქცინამ თრომბოემბოლიები გამოიწვია.მე ვფიქრობ, ხომ არ არის საქართველოში შემოსული პრეპარატი, იმ ვაქცინის ჯგუფიდან, ან სულაც იქიდან გადმოსროლილი. ამიტომ მე უარს ვამბობ ვაქცინის გაკეთებაზე, სანამ დარწმუნებული არ ვიქნები მის უსაფრთხოებაში”- განაცხადა სააკაშვილმა, რადიო ჰერეთთან.
ცნობისთვის, ასტრაზენეკას ვაქცინას, კახეთში, დღეს ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრებში ელოდებიან. ვაქცინაცია 15 მარტს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში დაიწყება. კახეთში კოვიდ 19 -ზე ვაქცინაციისათვის სულ 13 დაწესებულებაა დარეგისტრირებული. მათ შორის, ოთხი თელავში, სამი საგარეჯოში, თითო კი დანარჩენ ექვს მუნიციპალიტეტში. მთლიანად რეგიონში, 3 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას“.
ინფორმაციისთვის, დანიამ, ნორვეგიამ და ტაილანდმა დროებით შეაჩერეს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოყენება, რადგან დაახლოებით 30 ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედების პრობლემები გამოუვლინდა.
იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ კი „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ერთი კონკრეტული პარტიის გამოყენება შეაჩერა.