aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) ვახო სანაიაზე თავდასხმის კადრები – ტაქსის ვიდეო რეგისტრატორმა კონფლიქტი გადაიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრში” ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდა.

როგორც აღნიშნულ გადაცემაში თავად წამყვანმა აღნიშნა, კადრები ტაქსის ვიდეო-რეგისტრატორის მიერ არის გადაღებული.

გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ აწვება ფორმულას ტელეწამყვანი ავტომობილს, რომელიც მოყინულ გზაზე ვერ ახერხებს ასვლას. ამ დროს მას უახლოვდებიან თავდამსხმელები, რომლებიც ჟურნალისტს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ამასთან, როგორც თავად ვახო სანაია აცხადებს, ის გაეცნო მოწმეების დაკითხვის ოქმებს, თუმცა ხსენებული მაშველები, გამოკითხვის დროს ამბობენ, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ვახო სანაიას მისამართით ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ჰყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....