ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ფოტო) ქართველი მილიონერები ვაქცინაციას საზღვარგარეთ იკეთებენ

სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალები, რომლის მიხედვითაც დუბაიში ვანო ჩხარტიშვილის და ბიზნესმენ ფხაკაძის ოჯახის წევრები ვაქცინაციას იტარებენ.

“შაბათის ფორმულას” წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ბიზმესმენები დუბაიში ერთთვიან ტურს იღებენ, იმისათვის რომ რევაქცინაციაც მოასწრონ.

მსოფლიოს 110 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს. მსოფლიოში 280 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა, საქართველოს მოსახლეობა კი, ისევ ვაქცინის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.

5 მარტს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გაავრცელა ინფრმაცია, რომ საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა მარტის ბოლო კვირაში შემოვა.

იტვირთბა....