aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება…” – რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

გვარამია აღნიშნულ მიმართვაში ამბობს, რომ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას, რომელიც  ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე სიუჟეტს ამზადებდა პრობლემა შეექმნა.

“ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე. ინფორმაციის წყარო იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიერ გამოქვეყნებული დასკვნა.

ჟურნალისტმა ვერ მოასწრო სიუჟეტის დასრულება და ღამე მოუწია მესტიაში დარჩენა. ღამე დაურეკა კაპიტან ჟორჟოლიანმა, შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, რაზეც მიიღო უარი.
დილით, სახლიდან გამოსულ ჩვენს ჟურნალისტს მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდა.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული უმაგრეს ემანუელა მაჩიაშვილს.

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, აღნიშნული მოხელის უმკაცრესად დასჯას საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia Nino Lomjaria

მედია ტერორის წამხალისებელი ქართული ოცნება აუციებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რასაც ჩადის.” – წერს გვარამია.

ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და…

Posted by Nika Gvaramia on შაბათი, 06 მარტი, 2021

 

იტვირთბა....