aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი საკოორდინაციო საბჭოში გიორგი ცხაკაიამ შეცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა. ამის შესახებ ოფიციალური განკარგულება, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად აღნიშნულ საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტი, გიორგი ცხაკაია შეიყვანა.

იტვირთბა....