aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

წულუკიანი ელისაშვილისგან მტკიცებულებებს მოითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ბატონ ელისაშვილს, განცხადებების გარდა, ალბათ მოუწევს, ყველა ის მტკიცებულება, თუკი ასეთი გააჩნია, პროკურატურას მიაწოდოს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს” – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისადმი.

“გამოძიება უკვე დაწყებულია და კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება. თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, რამე დააშავა ამ სფეროში და კანონი დაარღვია, ეს არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი” – თქვა წულუკიანმა.

კითხვას იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა მას პატიმრების შეწყალების საქმეში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მედიის საშუალებით მოისმინა.

“იუსტიციის სამინისტრო არასდროს ყოფილა ჩართული ამნისტიის კანონზე მუშაობაში, არც პროექტის შემუშავებასა და არც იმ საქმეების განხილვაში, რომლებიც ამნისტიის კანონის მოქმედების ქვეშ უნდა მოხვედრილიყო”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

იტვირთბა....