aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

ტელეკომპანია „დოჟდში“ პროკურატურა შევიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთადერთ რუსულ დამოუკიდებელ ტელეკომპანია „დოჟდში“ პროკურატურა შევიდა. ტელეკომპანიის  გენერალური დირექტორის, ნატალია სინდეევას განცხადებით, ტელეკომპანიის რედაქციაში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ. მიმდინარეობს შემოწმება ექსტრემიზმთან და  ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის კანონთან შესაბამისად. პროკურატურა სთხოვს ტელეკომპანიას მისცეს უფლება შევიდეს და შეამოწმოს რედაქცია და აპარატურა. პროკურატურა ასევე მოითხოვს შემდეგ დოკუმენტებს: შრომითი ხელშეკრულებები, იჯარის  ხელშეკრულება, შიდა ნორმატიულ აქტებს, თანამშრომელთა სიას და აპარატურის ტექნიკურ დოკუმენტებს.

რუსეთის საგამოძიებო უწყებას ასევე აინტერესებს ტელეკომპანიის უცხოელი თანამშრომელბის სია და ბუღალტრული დოკუმენტები (მოგება, ხელფასები და სხვადასხვა ხარჯები).

ტელეკომპანიაში ასევე შესულები არიან  „საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს“ თანამშრომლები.

3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უნდა შეცვლილიყო ტელეკომპანიის მთავარი რედაქტორი მიხაილ ზიგარი, თუმცა ახლა ვინ გახდება ახალი მთავარი რედაქტორი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

იტვირთბა....