aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ გაქრა მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულების თემა?

aviabiletebi
ავიაბილეთები

მაშინ, როცა პუტინი-ობამას შეხვედრაზე მინსკის ხელშეკრულების თემა აქტუალური იყო

„რატომ აღარ დგას აქტიურად საქართველოს საკითხი საერთაშორისო არენაზე, ამაზე კითხვა ხელისუფლების წევრებს უნდა დაუსვათ“  – ასეთი პასუხი გასცა საქართველოს ყოფილმა მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილმა “მეტრონომის” კითხვას, თუ რატომ არ იყო ნახსენები საქართველო პუტინი-ობამას შეხვედრის დროს.

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო სამიტზე შეხვდნენ. შეხვედრა 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე  ერთ-ერთ საკითხად განხილული იყო უკრაინის თემა და კერძოდ, საკითხები მინსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქართველოზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე არაფერი თქმულა. მაგალითისთვის, მინსკის ხელშეკრულების ხსენებაზე, ალბათ ბევრს გაახსენდებოდა მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულების პირობები, რომელიც დღემდე არ სრულდება.

უკრაინას საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვს რუსეთთან. რატომ მოხდა მხოლოდ უკრაინის საკითხის განხილვა და რატომ აღარ დგას აქტიურად საქართველოს ოკუპაციის საკითხი?

„ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს აქტიური დიპლომატია, რათა ასეთი ტიპის შეხვედრებზე თუ  გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრონ საქართველოს საკითხზეც. თუ არ იმუშავებს ხელისუფლება, თავისით იქ საქართველოს საკითხის ხსენება ვერ მოხდება. ამას სჭირდება მუშაობა, ასე ხდებოდა  წლების მანძილზე, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ 2003-2012 წლებს. ასე იყო მუდამ. როდესაც დიპლომატიაში იყო ამოცანა, რომ საქართველოს საკითხი ყოფილიყო უმაღლესი პირების მხრიდან გახმიანებული, მიდიოდა თვეობით ძალიან სერიოზული წინასწარი სამუშაოები. თუ იქნება პოლიტიკური ნება შედეგიც იქნება, მაშინ როცა დიპლომატიური რესურსი საქართველოს საკმარისად გააჩნია“ – ამბობს პეტრიაშვილი.

ჩვენ დავინტერესდით „თავისუფალი დემოკრატეტების“ გუნდის  წასვლის შემდეგ დაკარგა ხელისუფლებამ აღნიშნული „პოლიტიკური ნება“ თუ საგარეო პოლიტიკაში გარკვეული პრობლემები მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არსებობდა.

„ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში განვაცხადე ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, რომ ვაშინგტონის კაპიტოლიუმის ბორცვიდან საქართველო რადარებიდან გამქრალია. სამწუხაროდ ეს ვითარება არ შეცვლილა დღესაც. საქართველო არა მხოლოდ კაპიტოლიუმის, არამედ ადმინისტრაციის რადარებიდანაც გამქრალია. ვინაიდან არ არსებობს სათანადო ინტრუქციები პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან დიპლომატიური წარმომადგენლობებზე დედაქალაქებში, რათა ეს მუშაობა ამ მიმართულებით წარიმართოს“.

„მეტრონომი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბარამიძესაც ესაუბრა.

„ეს პოლიტიკა მოდის ივანიშვილისგან. ივანიშვილმა როცა წარმოადგინა თავისი მთავრობა, იქ პირდაპირ ეწერა, რომ საქართველოს თემა აღარ უნდა იყოს რუსეთ-დასავლეთ შორის ურთიერთობის დროს, როგორც პრობლემური საკითხი. ეს ყველაფერი სწორედ ივანიშვილის ამ მავნებლური ხედვიდან მოდის“ – აცხადებს ბარამიძე.

ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს. ბევრი მცდელობის მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არ ისურვეს ამ საკითხზე საუბარი. პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებს იმიტომ, რომ პუტინი-ობამას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია ბატონ სესიაშვილს, კლიმატის საერთაშორისო სამიტზე რომ ობამა-პუტინი შეხვედრა გაიმართა, ცოტა არ იყოს უცნაურია. თუმცა, ჩვენ უფრო, მასთან საუბარში, ამ თემაზე აშკარად საუბარზე თავის არიდება დავინახეთ.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....