aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც მოხდა 2008 წელს, პირადად მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის დამსახურებაა”- სოზარ სუბარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედია არის ყოფილი ხელისუფლებისა და მისი ლიდერის დამსახურება. ამის შესახებ სოზარ სუბარმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

სუბარის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ხალხი, როდესაც რუსეთის ტანკები მოდიოდნენ და მტერთან მარტო დატოვა.

“პირველ რიგში, თუ “დამსახურებაზე” და დამსახურება ბრჭყალებში, მართლა ტრაგედიაზეა საუბარი, რაც მოხდა 2008 წელს, არის პირადად მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურება, რომლებმაც მიატოვეს ხალხი კოდორის ხეობაში, მიატოვეს ხალხი დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ფრონეს ხეობაში და მერე, როდესაც რუსების ტანკებმა, რომლებიც მოდიოდნენ გორის ტრასაზე და აუხვიეს არ მახსოვს იმ სოფლის სახელი და ახალგორისკენ, ისეთი სიხარულით გვახარა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელევიზორიდან, რომ არიქა, გადავრჩით, ახალგორის დასაპყრობად მიდიანო, თითქოს ახალგორი საქართველო არაა.

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუც გვახსოვს Newsweek-სთვის მიცემული, სადაც ამბობდა, რომ საქართველოს არაფერი დაუკარგავს, გარდა რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილისა, რომელსაც ფასი არ აქვს ქვეყნისთვის, სამაგიეროდ, ჩამოვხსენით ნიღაბი რუსეთსო,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

იტვირთბა....