aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარიას თქმით, ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია, რომ განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკვე დასრულებულია ყველა ტექნიკურ საკითხზე მუშაობა, რომ განათლების უწყებას კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეყოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას ჟურნალისტებთან.

გახარიას თქმით,  ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც ამ დრომდე თავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო, ახალ სამინისტროს დაექვემდებარება.

„უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის წარმომადგენლებისთვის.

რა თქმა უნდა, ცალკე სამინისტრო, ისევე როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტის მიღწევებს, იმსახურებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების შემდგომ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....