ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ ტექნიკურადაც ვართ მზად ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად” – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მოსახლეობის 60% კოვიდვაქცინის გაკეთებაზე თანხმობას აცხადებს.

მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი არ არის ცუდი სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამასთან,  ცქიტიშვილი მედიასაშაულებების დახმარების იმედს გამოტქვამს, რათა მოსახლეობას ვაქცინაციისთან დაკავშირებით სწორი ინფორმირება მოხდეს.

“საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 60% აცხადებს თანხმობას აცრაზე და ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით. პირველ რიგში, ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას და ამ პროცესში მედია-საშუალებების დახმარების იმედიც გვაქვს, რათა ყველას ავუხსნათ, რომ ვაქცინაციასთან არანაირი რისკები არ არის დაკავშირებული და უფრო პირიქით, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაციას დროის მოკლე მონაკვეთში არ დავასრულებთ, სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ არ იქნება უზრუნველყოფილი იმუნიტეტით და შესაბამისად, ისევ იარსებებს ინფექციის გავრცელების რისკი.” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, საქართველომ პირველი შესაძლებლობისთანავე გააკეთა განაცხადი ავტორიზებული ვაქცინის 20%-იანი ზღვრული ოდენობის შეძენასთან დაკავშირებით.

„საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის შექმნილია ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც სამთავრობო სტრუქტურები, ასევე სახალხო დამცველი და 80-ზე მეტი ექსპერტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტექნიკურადაც ვართ მზად ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან, ყველა მომწოდებელთან, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ვაქცინის პირველი დოზები, რათა ეს პროცესი შეუფერხებლად გავიაროთ და ვაქცინაციის დარულების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....