aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოქალაქეებისთვის მთავარ პროკურორთან შეხვედრის დღე დაწესდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოქალაქეებთან შეხვედრის დღეს აწესებს.  ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ  სისტემის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გარდა ამისა, როგორც შოთაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს ოლქის პროკურორებთან შეხვედრაც შეეძლებათ.

“თითოეული რაიონული ოლქის პროკურორთან მოქალაქეებს გამოეყოფათ ღია კარის დღე, რა დროსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მათ. ასევე, მე ვაპირებ დავაწესო კონკრეტული დღე, რა დღესაც მოქალაქეებს ექნებათ  პირადად ჩემთან შეხვედრის  და მათი ჭირ-ვარამის ჩემთვის გაზიარების შესაძლებლობა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიმართულია იმისკენ, რომ პროკურორებმა კარგად გაიაზრონ და გაითავისონ, რა აწუხებს ხალხს და რა პრობლემებს ხედავს პროკურატურის სისტემაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ შოთაძის ინიციატივით პროკურატურაში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებში პროკურორების გადაცდომებს, ასევე დაწინაურების და მათი მუშაობის შეფასების საკითხს განიხილავენ.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მოხდება გამომძიებლებისა და პროკურორების მუშაობის შეფასება. ასევე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის პროკურორთა წახალისება თუ დაწინაურება. ასევე მისი თქმით, გადაცდომების შემთხვევაში განიხილება პროკურორების დასჯის საკითხი.

იტვირთბა....