aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა არსებობდეს ტრანსპორტის უსაფრთხოდ გახსნის გეგმა” – კულუმბეგოვი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უნდა არსებობდეს ტრანსპორტის უსაფრთხოდ გახსნის გეგმა,”  – ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “პირველი არხის” ეთერში კოვიდრეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, როდესაც საუბარი იყო წერტილოვან შეზღუდვებზე, უფრო ბევრი უნდა ვისაუბროთ წერტილოვან გახსნაზეც.

“ჩვენ როდესაც წერტილოვან დახურვაზე ვსაუბრობთ, უფრო ბევრი უნდა ვისაუბროთ წერტილოვან გახსნაზე. ამიტომ, უნდა არსებობდეს ტრანსპორტის უსაფრთხოდ გახსნის გეგმა. ქალაქის მერია იქნება თუ ნებისმიერი სამსახური, უნდა დაჯდეს და შემოგვთავაზოს გეგმა. ჯერ, ვთქვათ, ავტობუსი ამუშავდეს, მეტრო სულ ბოლო ამუშავდეს – რისკები უნდა განაწილდეს. ყველა ავტობუსში მინიმუმ ერთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ავტობუსის 30-35% დატვირთვას გააკონტროლებს.” – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდვები განხანგრძლივდა. დაწესებული შეზღუდვები კი სარესტორნო ბიზნესაც შეეხო. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

იტვირთბა....