aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოროანვირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კოროანვირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 22 იანვარს მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამლოცველო) მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი დაიღუპა.

“მამა დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. დეკანოზი დიმიტრი დასვენებულია თბილისში, ვეძისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში (112-თან), ხოლო ხვალ, 2021 წლის 24 იანვარს, 15 საათზე, იგი დაიკრძალება ამავე მონასტრის ეზოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....