aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მმართველ პარტიასთან შესახვედრად მივიდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მმართველ პარტიასთან შესახვედრად მივიდნენ.

“მოქალაქეების” წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ.

ცნობისთვის,  პარტია „მოქალაქეების“ ლიდერნა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. ელისაშვილმა პირველმა მიმართა „ქართულ ოცნებას“ და მზადყოფნა გამოთქვამს, საჯარო შეხვედრა გაიმართოს. ელისაშვილის განცხადებას უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მასთან შესახვედრად მზადაა.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არა დახურულ კარს მიღმა, არამედ მედიის თანდასწრებით შეხვდება.

ალეკო ელისაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძახა, რაც ის და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპიდნენ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციიდან გარიცხულია, ვინაიდან ის :ქართული ოცნების” სასარგებლო საქმეს აკეთებს.

 

იტვირთბა....