aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დავა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!”- გიორგი გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  “2008 წლის ომის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმადაც სარჩელის ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილდა.

გახარია წერს, რომ ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია და ეს საერთო გამარჯვებაა.

“დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!”- წერს გიორგი გახარია.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა.

ასევე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

იტვირთბა....