aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან დიდი მიღწევაა, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ამ ომის მსხვერპლი”- სალომე ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის ისტორიისთვის დიდი მიღწევა.

ამავდროულად, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება, როცა საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული.

ზურაბიშვილის შეფასებით, დიდი მიღწევაა, რომ სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც ომის მსხვერპლი.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული. სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მომავლისთვის. იმიტომ, ეს არის ის საყრდენი, რაზედაც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მან ვიდეომიმართვის ბოლოს მადლობა იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს გადაუხადა.

“მე მინდა, კერძოდ, დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით ამ გაამრჯვებისა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა.

ასევე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

 

იტვირთბა....