aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“იქ აბრიალოს თვალები მერე ამ წამგლეჯავმა ხაზარაძემ!” – როგორ აფასებს ანალიტიკოსი ხაზარაძისა და ელისაშვილის დაპირისპირებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოს, გია აბაშიძე სოციალური ქსელის საშუალებით  “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმიანება.

“მეტრონომი” გია აბაშიძის “ეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის ცხარე ტელებადებს ვუყურე “რუსთავი-2”-ზე. არცერთის მხარდამჭერი ვარ, მით უმეტეს ხაზარაძის. მაგრამ ამ მიმტაცებელი, სხვისი უბედურებით გამდიდრებული ხაზარაძის “მიკატოკება” მარტივად შეიძლება. ესაა სიმართლე მის წარსულზე და აწმყოზე საუბარი და სასამართლო დავების მომავალი ვერდიქტები. პოლიტიკანი, დიდი ალბათობით, ფულის გამთეთრებელი, რომელმაც მილიონები დახარჯა “პოლიტპატიმრის” სტატუსის მიღებაზე, მაგრამ სრულიად ჩაფლავდა 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

რაც შეეხება ელისაშვილის მიერ ზოგადად ნათქვამ ერთ-ერთ უმძიმეს საქმეს ხელბორკილებით თBჩ-თვის ძალით ქონების გადაფორმებას. ეს ეხება ბანკ “კონსტანტას”, რომელიც 2011 წელს ხაზარაძემ მიიტაცა სააკაშვილის ზონდერების მეშვეობით. საქმე სტრასბურგშია და ვერდიქტს როცა გამოაცხადებენ, იქ აბრიალოს თვალები მერე ამ წამგლეჯავმა ხაზარაძემ!” – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....