aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელი კოვიდ ვაქცინების მიღება შეუძლია საქართველოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინიტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინის მიღება შეუძლია საქართველოს.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანას შეულია მიიღოს როგორც  „ასტრაზენეკას”, ასევე,  „მოდერნასა” და „ფაიზერის” ვაქცინები, რომელთან სპეციალური პირობები ესაჭიროებათ.

“საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის მქონე ვაქცინა, დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით. რამდენიმე ვაქცინა ამგვარი აღიარების: ეს არის „ფაიზერი”, „ასტრაზენეკა” და „მოდერნა”. როგორც კი მსგავსი აღიარების ახალი ვაქცინა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მასაც გავითვალისწინებთ. ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდ დაკონკრეტებულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა.”- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულდა. არსებული ინორმაციით, ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა იანვრის ბოლოდან შემოვა. “ფაიზერის” ვაქცინას სპეციალური პირობები, კერძოდ -80 გრადუცის მქონე მაცივრები ესაჭიროება. ქვეყანას ამ პირობების გათვალისწინებით, “ფაიზერის ” ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღება შეუძლია.

იტვირთბა....