“worldometers”-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 94 მილიონს გადააჭარბა.
როგორც აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 67.3 მილიონს მიაღწია.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 950 778 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ხოლო კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთანებული სამეფოა.