aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია და ასე დარჩება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის წევრები პაატა ზაქარეიშვილის განცახდებას ეხმაურებიან. ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე მინისტრის ამ განცხადებას, საფრთხის შემცვლელს უწოდებს. ფრაქცია  “ქართული ოცნების”  წევრი ანი მიროტაძე კი აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ასე დარჩება.

“მკვეთრად უარყოფითად ვარ განწყობილი ასეთი ტიპის განცხადებებისადმი. ეს საფრთხის შემცველია, რადგან, გააჩნია რას ვგულისხმობთ,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

“თუ  აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი არ იყო, მაშინ რატომ ვიბრძოდით აფხაზეთის ომში. მე ვიცი, რომ ჩვენ გვებრძოდა სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი იმისთვის, რომ დღეს საქართველოს იურისდიქცია ვერ ვრცელდებოდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ, არავინ ამ ქვეყანაში არ შეეგუება იმას, რომ აფხაზეთი იყოს ვინმეს კონტროლირებადი ტერიტორია. აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია და ასე დარჩება.” – აღნიშნა ანი მიროტაძემ.

შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს იყო.

 

იტვირთბა....