სან-დიეგოს ზოოპარკში რამდენიმე გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც ზოოპარკის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა პეტერსონმა განაცხადა, ინფიიცრებულ ზოგიერთ გორილას ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ხველა აღენიშნება.
გორილებს ვირუსი, სავარაუდოდ, ზოოპარკის დაინფიცირებული თანამშრომლისგან გადაედოთ.