aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ცხინვალი სომეხთა გენოციდის აღიარებას გეგმავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთსა და რუსეთს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, სამხრეთ ოსეთი სომეხთა გენოციდის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს, აცხადებს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი. მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი მხოლოდ დღეს არ დამდგარა, თუმცა ამ ფაქტს ახლა ახალი მნიშვნელობა მიენიჭა.

“ვწუხვართ, რომ სამხრეთ ოსეთში ამ დრომდე არ აღიარეს სომეხთა გენოციდი. აუცილებელია ოსმანური იმპერიის მიერ ჩადენილ დანაშაულს კვალიფიცირება მიეცეს და მისი გენოციდის უარყოფის პოლიტიკა დაგმობილი იყოს. ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ბოლო ინციდენტსა და შესაბამისად, ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის მიმართ გამოვლენილი აგრესიის ფაქტზე, ვფიქრობ, ერთადერთი ადეკვატური პასუხი, სხვა საპასუხო ნაბიჯებთან ერთად, სომხეთა გენოციდის აღიარება იქნება. მსგავსი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეესაბამება ჩვენ მიერ არჩეულ განვითარების სტრატეგიულ გზას, რომელიც რუსეთის გარეშე ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია”, – ამბობს ბიბილოვი.

ამასთან, მისი თქმით, სამხრეთ ოსეთს არ უნდა ეშინოდეს თურქეთთან ურთიერთობების გაუარესების, რადგან ეს ურთიერთობები პრაქტიკულად არ არსებობს, იგივე ეხება აზერბაიჯანსაც, რომელიც მათი პარტნიორი არ არის.

“საქართველო თურქეთისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო. ის არასოდეს გმობდა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიას, ამის საპირისპიროდ, მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს” – განაცხადა ბიბილოვმა.

იტვირთბა....