“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძე სთავაზობს ოპოზიციას, მათი მონაწილეობით შექმნილმა კომისიამ შეაფასოს, არის თუ არა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრა.
„პლებისციტზე კი არა პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ. მათი მონაწილეობით შექმნილმა კომისიამ შეაფასოს, მათი მონაწილეობით მოძიებულმა მტკიცებულებებმა თქვას, რომ 1%-იანი გადახრა იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და არა თუ პლებისციტს, ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ახლა გაცილებით მეტია არჩევნები მათი მოთხოვნის ფარგლებში.
გაცილებით მეტს ვთავაზობთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. პლებისციტზე და რიგგარეშე არჩევნებზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი იმ შემთხვევაში, თუ არ არის დარღვევა, გადაცდომა, მით უმეტეს, გაყალბება. რიგგარეშე არჩევნებზე დავთანხმდებით თუ აღმოჩნდება 1%-იანი გადახრა“, – განაცხადა მდინარაძემ.