ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე განმარტავს ბოიკოტის გამო პარლამენტარს რა შემთხვევაში არ ჩამოეჭრება ხელფასი

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტარის მიერ ბოიკოტი რეგლამენტის კანონითაა გათვალისწინებული და ხელფასის დაქვითვას არ იწვევს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოიკოტი არის დეპუტატის უფლებაა და იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი ბოიკოტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს პარლამენტს, მას თანხა არ ჩამოეჭრება.

„ბოიკოტზე ახლა განცხადება რომ დავწერო, ვთქვათ, ამ სხდომის ან ამ კვირის ბოიკოტირებას ვაპირებ, ხელფასი არც კი დამექვითება, არათუ პარტიას შეუწყდება დაფინანსება. ბოიკოტი არ არის ამის საფუძველი. თუ დეპუტატი უარს აცხადებს ზოგადად, საპარლამენტო პროცესში მონაწილეობაზე, კანონპროექტის სულისკვეთება ეს არის. თუ საერთოდ უარს აცხადებს, არათუ პოლიტიკურ პროცესებსა და საპარლამენტო ცხოვრებაშია ჩართული, არამედ საერთოდ უარს აცხადებს დემოკრატიული პროცესებში მონაწილეობაზე, ამ შემთხვევისთვის არს გათვალისწინებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....