“ეს დიდი ინდუსტრია – ვაჭრობა, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს და მათი შემოსავლები დიდად არის დამოკიდებული წინასაახალწლო ვაჭრობაზე, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ვუფრთხილდებით იმ პირველ მონაპოვარს, რაც მოიტანა წერტილოვანმა შეზღუდვებმა – ვხედავთ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სექტორმა ახლა უფრო შვებით ამოისუნთქა და ნაკლებია გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მაღაზიების გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება-მინიმიზაციაზე გვექნება სერიოზული მსჯელობა.”
ნათია თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.