“რევოლუციურ სცენარზე წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით და მარტივად დასაჯერებელია, რომ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი იყო ე.წ. pvt-ის მონაცემები. ჩვენ, ცესკო-ს და ქართულ სახელმწიფოს არჩევნების გაყალბებას გვაბრალებდნენ და ბოლოს პარალელური დათვლის შედეგები აღმოჩნდა გაყალბებული. არაფერია გამორიცხული, კონკრეტულმა პირებმა არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ იმიჯის დაზიანება გადაწყვიტეს, არამედ ქართული სახელმწიფოს დაზიანება. წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი მოხდა.”
მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.