aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

COVID-19-ით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საპატრიარქოს უწყებანის” ინფორმაციით, კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირის, ბერ-დიაკონი კირიონის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბერ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი).

მამა კირიონი დასვენებული იქნება ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, 2020 წლის 5 დეკემბერს, 14 საათზე კი იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ-დიაკონ კირიონის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და საძმოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....