aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო…” – ვახტანგ მეგრელიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის რამდენიმე წევრს მოსთხოვა ცენზურას დაქვემდებარებულიყვნენ.

მისივე თქმით, ჯაფარიძის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ისიც, რომ მოწევას თავი დაენებებინათ.

“ოთხივეზე, ცხადია, ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებულიყავი ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო, რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.

კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა, უბრალოდ მოთხოვნები იყო. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც „პლანს“, არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ.

მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა.

რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად, ველოდით ზურა ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს, არჩეული პარლამენტის წევრები ვართ, შეიძლება ის თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, “გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელსი დაწერა, რომ ის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს. ჯაფარიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იაგო ხვიჩია, რომელმაც დაწერა – “გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები.” თუმცა, მოგვიანებით იაგო ხვიჩიამ ამ პოსტის გამო ჯაფარიძეს ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....