aviabiletebi
მთავარი ციტატა

“რომ ვუყურებ, ბევრი სისულელე მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, ჩემი თავისთვის ბევრჯერ ნაღალატევი, მაგრამ სწორედ ამიტომ მჯერა მონანიების” – გვარამია ნიკა რურუას ჩანაწერს იხსენებს

“მეც რომ ვუყურებ, ბევრი სისულელე მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, ჩემი თავისთვის ბევრჯერ ნაღალატევი, მაგრამ სწორედ ამიტომ მჯერა მონანიების. ძალიან ადვილი იყო, რაღაც მომენტში დამეჯერებინა, რომ აი, ეგა ვარ, რაცა ვარ. და ისეთივე გამოუსადეგარი ვყოფილიყავი ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის, როგორც ვიყავი. რეზო გაბრიაძემ მითხრა, – ჩემთვის იქამდე სრულიად უცნობმა კაცმა, დიდი ხანი ვილაპარაკეთ – იცი რაო, მთავარია, ადამიანს და ადამიანობას ემსახუროო. იგივე მითხრა, რასაც ელინგტონი ამბობს ზავინულის დისკზე „My people“.“. და ეს არ ნიშნავს, რომ ერთხელ გეძლევა ამის შანსი. არა, ამის უფლება და შანსი გაქვს ყოველთვის, მილიონნაირი დაცემის და შეცდომის მერეც“.
ნიკა რურუა,  “The Man who reinvented himself” დღეს მისი გარდაცვალების დღეა. ხსოვნა იყოს ნიკასი.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....