ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნაცმოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად” – მიხეილ სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად,” – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“მეტრონომი” მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“დღეს გაიმართა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა ვთქვა სიამაყით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტებში “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად! ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ პოლიტსაბჭოზე – ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს. მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენ ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....